ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მუზეუმთაგანია. იგი არსებობს 1994 წლიდან. მიუხედავად ამისა, მუზეუმი მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად იქცა
1994-2008 წლებში მუზეუმის ძალებით დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა სოფ. კოლოტაურში, გობრონეთში, საღორეთში, წონიარისში (ქედის რაიონი), სოფ. თხილნარისა (ხელვაჩაურის რ-ნი) და ჩაქვის ჩაისუბნის (ქობულეთის რ-ნი) ტერიტორიებზე..
მუზეუმში გაიხსნა მუდმივმოქმედი სამეცნიერო-პოპულარული ექსპოზიცია, რომელშიც თავი მოიყარა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილმა სხვადასხვა ეპოქის ნივთიერი კულტურის უნიკალურმა ძეგლებმა.